Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი მუშების უხელფასოდ დატოვებაზე განმარტებას აკეთებს

თარიღი : 12-06-2019, 10:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია განმარტებას აკეთებს.

მერის თქმით, პრობლემა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო სერვისისათვის" ანგარიშების დაყადაღებამ გამოიწვია, რის გამოც კომპანიამ ქვეკონტრაქტორ ფირმას თანხა ვერ ჩაურიცხა.

"გამოცხადდა ტენდერი მილიონ 200 000 ლარად. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ჯეო სერვისმა", რომელმაც აიყვანა კონტრაქტორი ფირმა "ელ ბი გრუპი". 230 000 ლარი ჩავურიცხეთ ავანსის სახით "ჯეო სერვისს". აღმოჩნდა, რომ "ჯეოსერვისმა" აღარ ჩაურიცხა თანხა კონტრაქტორ ფირმას, რის გამოც შეწყდა სამუშაოები. 360 000 ლარის სამუშაო მათ უკვე შესრულებული აქვთ. ხელშეკრულება გაუწყდება "ჯეოსერვისს", უკვე ყოველდღიურად ერიცხება ჯარიმები. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამუშაოები სექტემბრამდე, ძველ ვადებში დასრულდეს. მერია პირნათელია,"- ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ცნობისთვის, ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს, რის გამოც ამ უკანასკნელებმა მუშაობა შეწყვიტეს.


ნანახია: 735-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი