Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გახდა ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მიზეზი

თარიღი : 11-06-2019, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას ქალაქის მერიაში გაურკვევლობით ხსნიან.

ტაბიძის ქუჩაზე დაახლოებით ერთი კვირაა სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივების განცხადებით, დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს, რის გამოც მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს.

"ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს "ჯეო სერვისი", რომელსაც დაქირავებული ყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს,"-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.


ნანახია: 539-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი