Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები,'-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს

თარიღი : 10-06-2019, 09:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ამირან გამყრელიძეს განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხევევები, რაც გამოწვეულია საკვების არასათანადოდ შენახვის და არასათანადოდ შენახული საკვების მიღებით.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადებები, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორის თქმით, ყველაზე მოწყვლადი მომატებული ტემპერატურის მიმართ არიან ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, როგორებიცაა – გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები.

„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

“ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.


ნანახია: 488-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
ძლიერი სიცხის შედეგად თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი,
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში

ამინდი