Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტიქიისგან დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდიან

თარიღი : 9-06-2019, 19:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული 2 კმ-მდე წყლის მაგისტრალის გამო, დაბა ხარაგაულს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

მოსახლეობა პატარა ხარაგაულის ალტერნატიულ წყლის რეზერვუარში არსებული მარაგიდან, დღეს, 20 საათიდან 22 საათამდე, ხოლო, ხვალ დილით, 08 საათიდან 09 საათამდე, ისარგებლებს.

ვინაიდან ალტერნატიულ რეზერვუარში მარაგი ხვალიდან აღარ იქნება წყალს მოსახლეობა სპეციალური ცისტერნებით მიიღებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც, სავარაუდოდ ორი კვირა დასჭირდება.

7 ივნისს გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე.

შესაბამისი კომისია ზარალს ამ დრომდე ითვლის, რომელიც უკვე მილიონ ლარს აჭარბებს.

სტიქიის ზონაში გზების აღდგენითი სამუშაოები დილიდან განახლდა. დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე ლეღვნულას კალაპოტის გაწმენდა და პრევენციის მიზნით, რიგ ადგილებში პირვანდელ კალაპოტში დაბრუნება.
შლამისგან და ნარჩენებისგან იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, საუბნო გზები და მოსახლეობის კარ-მიდამო.

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, როგორც კი საბოლოოდ აღიწერება ზარალი და გადაიგზავნება სტიქიის ფონდში, ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი