Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

თარიღი : 9-06-2019, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან საბოლოოდ კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია.

ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ 2 სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა, შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე ხვდებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.


ნანახია: 713-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვა გრძელდება.

ამინდი