გია თევდორაძე: ჩემი ოჯახის შემოსავალი ძალიან მოკრძალებულია
თარიღი : 19-02-2014, 14:59 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე პროკურატურას მიმართავს.
თევდორაძე, ეკე ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბესელიამ აღნიშნა, რომ გია თევდორაძის ოჯახის წლიური შემოსავალი 5 მილიონ ლარს აჭარბებს, და მას ეს ქონება ნათესავებზე აქვს გადანაწილებული.
გია თევდორაძის თქმით, ის პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და დაიწყოს დროული გამოძიება.
"ქალბატონმა ბესელიამ განაცხადა, რომ ჩემი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 5 მილიონ ლარს და მე თითქოს ეს ქონება ჩემი ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე მაქვს გაფორმებული. მივმართავ პროკურატურას და ყველა შესაბამის სტუქურას აღიძრას საქმე ცილის წამების მუხლით. არსებობს ქონებრივი დეკლარაცია და ყველას შეუძლია ნახოს, თუ რა ქონებას ვფლობ მე და ასევე ჩემი ოჯახის წევრები. მინდა ვუთხრა ყველა სკეპტიკოსს, რომ ჩემი ოჯახის შემოსავალი საკმაოდ მოკრძალებულია."- აცხადებს თევდორაძე