Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სავარაუდოდ მილიონ ლარს აჭარბებს

თარიღი : 8-06-2019, 17:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ამ დროისთვის შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან მრელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი, ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება.

სტიქიის ზონაში მთელი ღამისა და დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე.

მხარისა და ადგილობრივი თვითმმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ხვდებიან მოსახლეობას და პირადად ეცნობიან პრობლემებს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზულად დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია მოსახლეობის კარ-მიდამო.

სავარაუდოდ, ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს.


ნანახია: 960-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი