Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელების მეხსიერებაში რიონისპირა სახლების შესახებ შემორჩენილი საინტერესო ისტორიებისა და მოგონებების შეგროვება-გამოფენა ქუთაისში

თარიღი : 8-06-2019, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, თიბისი გალერეაში, პროექტის "რიონისპირა სახლების ისტორიები" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ქალაქის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ავტორი ანა ბაქანიძე უძღვებოდნენ. ღონისძიებაზე ფოტოგამოფენა და ღია ბარათების პრეზენტაცია შედგა.

პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა, მიზანი კი ადგილობრივი მაცხოვრებლების მეხსიერებაში რიონისპირა სახლების შესახებ შემორჩენილი საინტერესო ისტორიებისა და მოგონებების შეგროვება, ასევე მხატვრულ ფოტოებთან ერთად ღია ბარათების სახით გამოცემა გახლდათ. პროექტის ფარგლებში დამუშავდა იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური მასალა.

პროექტის ამსახველ გამოფენასა და ღია ბარათებში გიორგი ცაავას თანამედროვე მხატვრულ ფოტოებთან ერთად წარმოდგენილია არქივში დაცული ძველი ფოტოებიც.


ნანახია: 227-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი ქალაქში მოღვაწე არქიტექტორებს შეხვდა, რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების
აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არქიტექტორებთან შეხვედრისას

ამინდი