ქუთაისში, განათლების სამინისტროს მიერ გათავისუფლებულ დირექტორს, სამეურვეო საბჭო სამსახურს არ ატოვებინებს
თარიღი : 8-06-2019, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის დირექტორს გივი ჯავახაძეს განათლების სამინისტრომ საქმიანობაში დარღვევები აღმოუჩინა. კერძოდ, საუბარია ისეთი მოსწავლეების შეფასებასა და მათ კლასიდან კლასში გადაყვანაზე, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ იმყოფებიან.
იურისტთა ასოციაციის იურისტ ლევან ჭელიძის თქმით, განათლების სამინისტრომ მოკვლევა მისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო და დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა სკოლის სამეურვეო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციის შესრულებაზე უარს აცხადებს.
"38-ე საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ მივმართე განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს. ჩემს საჩივარში ნათქვამი იყო, რომ დირექტორი გივი ჯავახაძე ისეთ ბავშვებს უწერდა ნიშნებს და კლასიდან კლასში ისეთი ბავშვები გადაყავდა, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში. კონკრეტულ ორ მოსწავლეზეა საუბარი. დაახლოებით წელიწადის განმავლობაში საქმე მოკვლევაში იყო და რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტიდან ჩამოვიდა დასკვნა იმის შესახებ, რომ გივი ჯავახაძეს უნდა შეუწყდეს დირექტორის უფლებამოსილება. ვინაიდან დირექტორი სამეურვეო საბჭოს დანიშნულია, საბჭომ არ მიიღო მხედველობაში სამინისტროს რეკომენდაცია. ჩვენ ვაპირებთ საჩივრით მივმართოთ განათლების მინისტრს, რომ უკვე მინისტრმა გაათავისუფლოს გივი ჯავახაძე დირექტორის თანამდებობიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ გივი ჯავახაძეს გასულ წლებში აღნიშნული მიზეზით დაატოვებინეს დირექტორის პოზიცია,"- ამბობს ლევან ჭელიძე.