Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტიქია ხარაგაულში-მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან

თარიღი : 8-06-2019, 10:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ და ლეღვნულამ, ხარაგაულის სოფლებში, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფები.

ხარაგაულის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს.

ამ დროისთვის სპეც ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი.

მიყენებული ზარალის დათვლაში ჩართულია საგანგებო შტაბის ორი ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებიან სოფლებში.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი