იტვირთება

იშლება თუ არა ქუთაისში ნიკეას ბაზრობა?

იშლება თუ არა ქუთაისში ნიკეას ბაზრობა?

ქუთაისში არსებულ ნიკეას ბაზრობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკეას ბაზრობის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. კიდევ ერთი ვერსიით, ბაზრობის ტერიტორიაზე შესაძლოა სასაფლაო მოეწყოს. 

ბაზრობის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დადებითად აფასებს ბაზარში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ბაზრობა სიახლეებს აღარ სთავაზობს მომხმარებლებს და ტერიტორიაზე დახლების დიდი ნაწილი ცარიელია. 

საზოგადოებაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიას სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხეს ობიექტის წარმომადგენლებმა. როგორც ირკვევა, ბაზარი სამომავლოდ გაფართოებას და სხვადასხვა სიახლის დანერგვას გეგმავს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები