Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახალისო ექსპერიმენტები, რობოტექნიკა, ელენკო, დისტანციური მართვის ხელსაწყოს მეშვეობით სხვადასხვა ექსპერიმენტები-ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

თარიღი : 6-06-2019, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმმა დაახლოებით ხუთასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. თავდაპირველად სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და სასწავლებლის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა, შემდეგ კი, მათ კადეტებმა ზურაბ მამანიშვილმა და ეთერ ბახტურიძემ პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. შეკითხვები ძირითადად სასწავლო პროგრამებსა და ლიცეუმში მიღების პირობებს შეეხო. სტუმრების შეკითხვებს პასუხობდნენ ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები.

მოგვიანებით ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში (ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშილი) ნახეს სიმულაციური მოწყობილობები, რომლითაც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან სიმულაციური სროლები. ბოლოს კი საბუნებისმეტყველო კათედრისა მიერ მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკს ესტუმრნენ. სახალისო ექსპერიმენტები, რობოტექნიკა, ელენკო, დისტანციური მართვის ხელსაწყოს მეშვეობით სხვადასხვა ექსპერიმენტები, მარტივი მექანიზმების გამოყენებით ადამიანის შრომის შემსუბუქების დემონსტრირება, ოპტიკისა და ელექტროობის ხელსაწყოების დახმარებით ფიზიკის კანონების დამტკიცება, ადამიანის ორგანოების მულაჟები და მრავალფეროვანი თვალსაჩინოებები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კადეტებმა დამთვალიერებლებს წარუდგინეს.


ნანახია: 1043-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.

ამინდი