Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო

თარიღი : 5-06-2019, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს. გოგონამ თავი წყალტუბოს სოფელ მაღლაკში არსებულ სასაფლაოზე ჩამოიხრჩო.

ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა.

"სოფელ ცხუნკურიდან არის გოგო. 19 წლის იყო, საოცრად ხალისიანი და კარგი ადამიანი. სწავლა უნდოდა და კარგი სტუდენტი იყო. შეყვარებული რომ გარდაეცვალა, ცუდად გრძნობდა თავს. სოციალურ ქსელში ისეთი შინაარსის ტექსტებს დებდა, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა. შარფი აუღია და თავი დამჯდარს ჩამოუხრჩვია. შეყვარებულის დედამ ნახა, სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- განუცხადეს Topnews.com.ge-ს გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა.

მომხდართან დაკავსირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ნანახია: 3174-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დეტალებზე სოფელ მაღლაკში მცხოვრებლები არ საუბრობენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა ე.წ ავანგარდის სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა

ამინდი