ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეასრულებს
თარიღი : 5-06-2019, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 სრულდება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.