Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შემოდგომიდან ჭიათურაში შესაძლოა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება აიკრძალოს

თარიღი : 4-06-2019, 13:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში შპს“ ჯორჯიან მანგანეზი“-ს გაფიცულ მაღაროელთა წარმომადგენლობით ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე, ასევე, „მანგანეზ ლოჯისტიკ“-ს და შპს“ ჯორჯიან მანგანეზი“-ს წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანგანუმის მადნის გადამზიდავი მანქანების გადაადგილების მარშუტის თაობაზე მოლაპარაკება და ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხის განხილვა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრის დროს მხარეების მიერ წამოყენებული იყო სხვადასხვა მოსაზრება დღის წესრიგთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა გივი მოდებაძემ სხდომაზე მყოფებს განუმარტა, რომ მძიმეწონიანი სატვირთო მანქანებისთვის სამოძრაოდ ალტერნატიული გზების გამონახვამდე, მუნიციპალიტეტში შესაბამის ინფრასტრუქტურულ მზადყოფნამდე, აგრეთვე სამართლებრივი ბაზის მომზადებამდე საჭიროა სამთვიანი ვადა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას 2019 წლის სექტემბრამდე, გარდამავალ პერიოდში მიღწეულ იქნას კონსესუსი, რათა, შეძლებისდაგვარად, არ დაზარალდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ბიზნეს გარემოს და სახელმწიფოს ინტერესები.

მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა, გივი მოდებაძემ დამსწრეებს ასევე გააცნო „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 მაისის დადგენილება N14-ით გაწერილი წესების ამონაწერი:

მუხლი 4.
1.ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების
მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით, გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარის შეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა, ტექნიკური გამართულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას შემდეგი პირობებით:
ა) კვირაში სამი დღის განმავლობაში.
ბ) დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე; 01 ივლისიდან სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებამდე კი – დილის 07 საათიდან 12 საათამდე და 14 საათიდან 20 საათამდე;
2.სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება წვიმიან, ასევე სადღესასწაულო და კანონმდებლობით
დადგენილ უქმე დღეებში.
3.მუნიციპალიტეტს უფლება აქვს განახორციელოს სატვირთო მანქანების მოძრაობის მონიტორინგი.
4.რომელიმე გადამზიდავის მხრიდან ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალურად აუკრძალოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადაზიდვის უფლება.
მუხლი 6.
1.წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი დამტვერიანების ან დაბინძურების შემთხვევაში აღნიშნული
ტერიტორიის დასუფთავება და გადარეცხვა ეკისრება გადამზიდავს, მასვე ეკისრება ტერიტორიის სისტემატური მორწყვა.
2.გადამზიდავი ვალდებულია აღადგინოს მის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

შეხვედრაში მონაწილე მხარეების მიერ: გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის და შპს“ ჯორჯიან მანგანეზი“-ს მაღაროელთა წარმომადგენლობითი ჯგუფის მხრიდან არ დაფიქსირებულა რაიმე სახის საწინააღმდეგო მოსაზრება და მათ დასაშვებად მიიჩნიეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნისამთვიან გარდამავალ პერიოდში აღნიშნული წესების დაცვით წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობა.

ასევე გაჟღერდა რამდენიმე საკითხი სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისათვის. იმავე დღეს მოხდა პროექტით განსაზღვრული ადგილის დათვალიერება, საიდანაც მოხდება მომავალში რკინიგზის ხაზით წიაღისეულის გადაზიდვა. მხარეების მიერ სამუშაო სხდომა დადებითად შეფასდა და საჭიროებიდან გამომდინერე,ივნისის პირველ ნახევარში მსგავსი ან სხვა სამუშაო ფორმატის შეხვედრა დაიგეგმა.


ნანახია: 298-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ამინდი