Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს არის ქუთაისელებისათვის სულში ჩაფურთხება,'-ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

თარიღი : 3-06-2019, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია", "ნაკლები ნანა საკრებულოში,"- ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში, ქალაქის მერიის შენობის წინ მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლას მოითხოვენ.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის ინიციატივით გამოდიან.

"ჩვენ ვითხოვთ დამკვიდრდეს მაღალი სტანდარტი და ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ, არ იყვნენ საკრებულოში. ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებას არ ძინავს და ჩვენი მოთხოვნაა, პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმოდეს სიძულვილის ტირაჟირება. ჩვენ არ ვებრძვით ერთ ნანა კოსტავას, ჩვენ ვევრძვით ნანა კოსტავებს. იმ დროს როცა ქუთაისში უამრავი გაჭირვებულია, ეს ადამიანი სიძულვილის ენის ტირაჟირებითაა დაკავებული. ეს არის ქუთაისელებისათვის სულში ჩაფურთხება,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ქუთაისში მოქალაქეები და პოლიტიკური სპექტრი საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლას ითხოვს. კოსტავას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადებები გააკეთა.


ნანახია: 1752-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი