Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გაფართოებას გეგმავს

თარიღი : 3-06-2019, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე- 9 საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულდა.

ტურნირი, რომელიც საერთაშორისო დონისაა, 1 ივნისს ქუთაისის მ.ქორქიასა და ზ.საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიხსნა.

გამარჯვებულები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულდბათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ დააჯილდოვეს.

" 1-ელ ივნისს სტარტი აიღო აკაკი კაკაურიძის სახელობის ტურნირმა კრივში, რომელიც ტარდება 2001-2002 წლებში დაბადებულებს შორის. ტურნირში მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი. ვაპირებთ, რომ მომავალი წლიდან უფრო მასშტაბური გახდეს ტურნირი, დაგეგმილია წამყვანი მოკრივეების ჩამოყვანა,"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.


ნანახია: 769-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა.

ამინდი