Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვა არ შემიძლია

თარიღი : 3-06-2019, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერისა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მას ნანა კოსტავას პარტიიდან გარიცხვა არ შეუძლია.

"კოსტავა არ არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი. შესაბამისად, აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორიგანიზაციის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი პირი მას დაატოვებინოს პარტიის რიგები.
ნანა კოსტავა გახლავთ ,,კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარს, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ რომ ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის არასწორი და მიუღებელი,"-ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ცნობისთვის, ქუთაისში მოქალაქეები და პოლიტიკური სპექტრი საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლას ითხოვს. კოსტავას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადებები გააკეთა.


ნანახია: 1335-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი