Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კითხვებს ამზადებენ დეპუტატები გიორგი მარგველაშვილისათვის?

თარიღი : 18-02-2014, 22:00 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად ემზადება.
გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე 21 თებერვლის პლენარულ სესიაზე წარდგება. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტთან კითხვები არ ექნება, საპარლამენტო უმცირესობა კი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ქვეყნის პირველი პირის ხედვით დაინტერესდება.
„საქართველოს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. თუმცა ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ეს არ იქნება ექსცენტრიული გამოსვლა, რომელიც მიმართული იქნება ვიწრო პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. გიორგი მარგველაშვილი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ის არ გაიქცევა დარბაზიდან, როგორც ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი,“ - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.
„მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ მარგველაშვილის საქმიანობაზე, ამ ინსტიტუტის პატივისცემის გამო, მონაწილეობას მივიღებთ განხილვაში. არა მგონია აქ რაიმე შოუზე იყოს საუბარი. არის საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტს უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა. მათ შორის სოჭის ოლიმპიადასა და საგარეო ურთიერთობებზე. მე ვფიქრობ, მარგველაშვილის არჩევამ ამ თანამდებობაზე, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვია,“ - აცხადებს უმცირესობის დეპუტატი პავლე კუბლაშვილი.


ნანახია: 2323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან
პარლამენტში, ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე დადებული ვეტოების
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები 15 ივნისს გაიმართოს.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი