ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია 'ქართული ოცნება-კონსერვატორების' თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
თარიღი : 31-05-2019, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს ნანა კოსტავას მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტო გაიზიარა წარწერით: კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!