Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბავშვთა დაცვის დღეს ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

თარიღი : 31-05-2019, 08:40 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
1-ელ ივნისს ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ახალგაზრებისა და ბავშვებისთვის არაერთი აქტივობა და ღონისძიებაა დაგეგმილი.

საპირველივნისო მხიარულება ხარაგაულში დილის 10 საათიდან, მხიარული სტარტებით დაიწყება.

13 საათზე ბავშვებისთვის კულტურისა და დასვენების პარკში მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის კონცერტი გაიმართება.

14 საათზე ხარაგაულის მერის ინიციატივით, ასევე, კულტურისა და დასვენების პარკში ზღაპრის გმირების შოუ იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ
ქუთაისის საბავშვო თეატრის მსახიობები.

15 საათიდან 16 საათამდე, ღია ცის ქვეშ, ხარაგაულელი ახალგაზრდების შესრულებით ცოცხალ მუსიკას მოისმენთ.

აქტივობებს 16 საათიდან ქუჩის კალათბურთი ჩაანაცვლებს.

მოგვიანებით კი, ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის" გაიმართება.
21 საათიდან ახალგაზრდული ფესტივალი ხარაგაულში ელექტრონული მუსიკით დასრულდება.


ნანახია: 883-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გაგაცნობთ ღონისძიებების პროგრამას.
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
ფესტივალი 29 ივნისს თელავიდან დაიწყო.
ბავშვებისთვის თოჯინების სახლის მიერ პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარმოდგენა გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 17:00 საათიდან ხალხური რეწვის გამოფენები გაიხსნება.

ამინდი