Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოქალაქეები ქალაქის საკრებულოს დეპუტატს უპირისპირდებიან

თარიღი : 30-05-2019, 17:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია"-ამ და სხვა სლოგანებით, ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის ნანა კოსტავას მიერ საკრებულოს დატოვებას ითხოვენ. ისინი ნანა კოსტავას ძალადობის მართლმადიდებლობით გამართლებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კოსტავა ფარად იყენებს მართლმადიდებლობას, რათა სიძულვილით სავსე განცხადებები აკეთოს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საკრებულოს წევრის მიერ სიძულვილის ენით საუბარს არ დაუშვებენ.

"ჩვენი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ჩვენ ყოველდღიურად გავაგრძელებთ აქციებს და უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს ნანა კოსტავას მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტო გაიზიარა წარწერით: კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!


ნანახია: 1396-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი