Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას თანამედროვე მწერლები სტუმრობდნენ

თარიღი : 30-05-2019, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკას პროექტ ,,ცოცხალი წიგნების" ფარგლებში თანამედროვე ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ.

შეხვედრა საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერმა სულიკო სვანიძემ გახსნა -"სიმღერით მინდა მე წამოწყება, რომ გაიშალოს გამოცოცხლება’" - დიდი გალაკტიონის ეს სიტყვები ვფიქრობ მთლიანად გამოხატავს დღევანდელი ღონისძიების მიზანსა და ზოგადად ამ პროექტის დანიშნულებას. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი სტუმრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ქართული სიტყვის ძალა და მადლი, რაც წყალტუბოს ლიტერატურის მოყვარული საზოგადოებისთვის ნამდვილი დღესასწაულია,"- აღნიშნა ქალბატონმა სულიკო სავანიძემ.

წყალტუბოში ჩამოსული პოეტები და მწერლები საზოგადოებას მწერალმა ნინია სადღობელაშვილმა წარუდგინა. პოეტმა მანანა ჩიტიშვილმა, პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ, მწერალმა ბექა ქურხულმა, პოეტმა გიორგი არაბულმა და საბავშვო მწერალმა ვასო გულეულმა თავიანთი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და პროზაული ნაწარმოები წაიკითხეს.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდა, რომელმაც თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა და პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

"ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც უკვე 5 წელია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ავტორებისა და მკითხველების გაცნობას ემსახურება, რაც წიგნის მოყვარული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია.


ნანახია: 546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღია ცის ქვეშ გამართულ პოეზიის საღამოში მონაწილეობა 7-მა პოეტმა მიიღო.
ხონის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით, მსგავსი შინაარსის აქციები მომავალშიც იგეგმება
ღონისძიებას,საზოგადოების ფართო სპექტრთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგებლის მოადგილე შალვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბიბლიოთეკართა პრობლემები მოისმინა.

ამინდი