უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფი ქუთაისში საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
თარიღი : 18-02-2014, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მუღულია, უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდნენ.
უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფი ქუთაისში საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.
დელეგაციაში შვიდი მსხვილი და მრავალპროფილიანი წარმოების ხელმძღვანელი შედის. როგორც მათ განაცხადეს, ინტერესესის სფეროს სასათბურე, საბაღე მეურნეობა, ხორცის გადამამუშავებელი წარმოება, ფერმერული ინდუსტრია და დისტრიბუცია წარმოადგენს.
"ანალოგიური შეხვედრები რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პერსპექტივაში სოციალური პაკეტის გაზრდას გულისხმობს. გაკეთდა კონკრეტული აქცენტები ქუთაისში სასტუმრო ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც პირდაპირპროპორციულად, რეგიონში ვიზიტორთა გაზრდილი სტატისტიკა განაპირობებს. სასტუმროების მშენებლობა, ბუნებრივია, ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და ინვესტორთა ინტერესსაც გაზრდის,"– განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.
დღესვე, იმერეთის ადმინისტრაციამ, უკრაინელი სტუმრებისგან მაისის თვეში საერთაშორისო ბიზნესფორუმზე მიწვევა მიიღო.