Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი იყო,'-გენდერული თანასწორობის საბჭომ საქმიანობა შეაჯამა

თარიღი : 29-05-2019, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გენდერული თანასწორობის საბჭოს წლის შემაჯამებელი ანგარიშით ირაკლი შენგელია საკრებულოს რიგით მე-20 სდომაზე წარსდგა.
ანგარიშის ჩაბარების ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა სიმბოლურად, ხელის აწევით დააფიქსირეს საბჭოს საქმინობის შედეგად გაწეული სამუშოების მიმართ მოწონება.

შენგელიას თქმით საბჭომ ერთი წლის განმავლობაში შეძლო სამოქმედო გეგმის ყველა პუნქტის მიხედვით მუშაობა.

პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული გადამზადების კურსების მეშვეობით საბჭოს შიდა ინსტიტუციურ გაძლიერების კომპონენტი შესრულდა. გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების კუთხით საბჭომ შეიმუშავა საბიუჯეტო წინადადებები, რომლებზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება აღმასრულებელ რგოლთან. საბიუჯეტო ინიციატივები ეხებოდა მადლიერების სახლის ბენეფიციარებისათვის დამატებითი სერვისის შეთავაზებას. განათლება და ცნობიერების ამაღლების კუთხით საბჭომ წლის მანძილზე ჩაატარა 3 საინფორმაციო კამპანია, გენდერისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შესახებ სემინარები, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ტრენინგები. სწორედ, აღნიშნული კამპანიების საფუძველზე ქუთაისის მუნიციპალიტეტმა მიიღო მადლობის წერილი პრემიერ-მინისტრის აპარატისგან.

"საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი იყო. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვუპასუხეთ ყველა იმ მიზანს, რომელიც გაწერილი გვქონდა. მადლობა საბჭოს თითოეულ წევრს, არასამთავრობოსა და მედია სექტორის წარმომადგელებს, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, საბჭოს წევრებს მერია-საკრებულოდან. ამჟამად, მიმდინარეობს ჩამოყალიბებული გეგმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მთლიანი გეგმიდან მოხდება გენდერული საბჭოს შიდა საქმიანობის გეგმის გამოყოფაც,”-ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

საიას პროგრამების დირექტორისა და ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ნოდარ ჯიქიას თქმით გასული წელი ნაყოფიერი იყო.

"საბჭოს საკმაოდ კარგი გეგმები გააჩნია, იგი კარგ გუნდად ჩამოყალიბდა და იმედი მაქვს, რომ 2 წლის თავზე საბჭოს ბერვად წარმატებული საქმიანობის ანგარიში ექნება. ჩვენს მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2 წლიანია, საკმაოდ ამბიციურია. მიმდინარეობს ტრანსფორმიერბის პროცესი და იგი უკვე უნდა იქცეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანსწორობის პრიორიტეტულ დოკუმენტად." - ამბობს ნოდარ ჯიქია, საბჭოს წევრი, საიას პროგრამების დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საბჭო 20 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. უკვე 1 წელია გენდერული თანასწორობის საბჭო ამ შემადგენლობით მუშაობს. საბჭოს გააჩნია 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. განხორციელების ვადები
კვარტალებად არის დაყოფილი და ჯამურად შემდეგ 4 მიზანს ემსახურება: გენდერული საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა.

საბჭო ხელს უწყობს გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვა – დამტკიცებას, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.


ნანახია: 595-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე

ამინდი