იტვირთება

ამბროლაურის სოფელ ლიხეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ამბროლაურის სოფელ ლიხეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილი.

"ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ამბროლაურის სახანძრო- სამაშველო ბრიგადა დაზარალებულ ბორია გამყრელიძის ოჯახს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე შეხვდა და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დახმარება შესთავაზა. დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას ამბროლაურის  მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის.  სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს გაეწევა დახმარება 15 000 ლარამდე ოდენობით,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები