Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ხვალიდან დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთლიანად ჭიათურა გაიფიცება"

თარიღი : 26-05-2019, 23:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე ხელფასების გაზრდის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომპანიამ გაფიცულებს იგივე პირობა შესთავაზა. პირველ ეტაპზე 15%-იანი და შემდეგ 10%-ით ხელფასების ზრდა, თუმცა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ მიიღო უარი.

უცვლელი რჩება გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა.

გაფიცულების პირობა პირველ ეტაპზე ხელფასის 30% - იანი, შემდეგ ეტაპზე კი 20%-იანი ზრდაა.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ხელშეკრულებაში ხელფასის ბევრად მეტი ოდენობა იყო მითითებული, ვიდრე რეალურად იღებდნენ. ამ საკითხის გარკვევას მათ ადმინისტრაცია დაჰპირდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალიდან დაიხურება სკოლები, ბაღები, მაღაზიები და მთლიანად ჭიათურა გაიფიცება.

აქციის მონაწილეებმა "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის შენობის წინ გადაინაცვლეს. ისინი ქალაქიდან კომპანიის წასვლას მოითხოვდნენ.

გაფიცულებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდებდნენ.


ნანახია: 10965-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურ-მარგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვ
მოლაპარაკების პროცესში დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ

ამინდი