თავისუფალი საქართველო ნინო ბურჯანაძეს უერთდება
თარიღი : 27-08-2013, 11:10 | კატეგორია: პოლიტიკა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის-ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად იმუშავებს.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, „თავისუფალ საქართველოს“ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება.
„ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძეს. ეს ცენტრალურ დონეზე ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია. დაველოდებით, ჯერ კიდევ არის კანდიდატების წარდგენისა და ხელმოწერების შეგროვების ვადა,“ - ამბობს გოგი წულაია.