Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოწოდება ჭიათურის მოსახლეობას: ვუჩივლოთ მახინჯ კომპანია 'ჯორჯიან მანგანეზს' ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების, ჭიათურის ეკოლოგიის განადგურებისა და დასაქმებულთა კატორღული შრომის გამო

თარიღი : 25-05-2019, 11:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტელეკომპანია "ობიექტივი"-ს წამყვანი გიორგი კასრაძე სზოგადოებას მიმართავს, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელის მზადება დაიწყონ.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მიმართვის ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ:

"მივმართავ ჭიათურის საზოგადოებას! დავიწყოთ კოლექტიური სარჩელის მზადება ჯორჯიან მანგანეზის წინააღმდეგ! ვუჩივლოთ ამ მახინჯ, კვაზ კომპანიას! ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების, ჭიათურის ეკოლოგიის განადგურებისა და დასაქმებულთა კატორღული შრომის გამო! დავიწყოთ დოკუმენტზე მუშაობა და მას ხელი მოვაწეროთ ყველა ჭიათურელმა! ქალმა, კაცმა, მოხუმცა, ახალგაზრდამ!!!

ასევე მივმართავ "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციას! არ გაბედოთ და არ შეეხოთ მაღაროელებს! არ გაბედოთ მათთან მუქარის ენით საუბარი! ვერავის ვერაფერს დააკლებთ! გპირდებით! გპირდებით ჭითურის საზოგადოების სახელით! ჩვენს თანაქალაქელებს არავინ დაგაჩაგრინებთ! ჭიათურა სხვა ღირსებების ქალაქია და თქვენ "გადამთიელებს" ჩვენი ღირებულებებისა არაფერი გესმით! რაც შეეხება სასამართლო დავას! ჯერ თქვენს ჩაჯმულ საქმეს მიხედეთ! გამოასწორეთ ჭიათურისათვის თქვენს მიერ მიყენებული ნახევარ მილიარდიანი ზარალი! თქვენ არც კერძო სექტორი ხართ და არც პატიოსან ბიზნესს აწარმოებთ! მონათ-მფლობელობა საუკუნეებია აღარ არსებობს!

და ბოლოს მივმართავ ხელისუფლებას!არჩევნებში გამარჯვებულებმა არ ჩათვალოთ, რომ ყველაფერი განაღდებული გაქვთ! დაგვიდექით გვერდში ჭიათურელებს! შეასრულეთ მაღაროელებთან გაცემული დაპირება!,"- აცხადებს ტელეწამყვანი.

ცნობისთვის, ჭიათურელი მაღაროელები 15 მაისიდან გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა, კვებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


ნანახია: 2317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.
რა გახდა დაგეგმილი გაფიცვის ჩაშლის მიზეზი?
ადგილობრივების თქმით, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის გამო, მუნიციპალიტეტში ცხოვრება შეუძლებელია.
აქციის მონაწილეები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.

ამინდი