'სოლიდარობა მშრომელ ადამიანებს,'- გოგი წულაია ქუთაისში გაფიცული მაღაროელების მხარდამჭერ აქციას მართავს
თარიღი : 25-05-2019, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"სოლიდარობა მშრომელ ადამიანებს,"- ამ მოწოდებით ქუთაისში, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციას ორგანიზებას "თავისუფალი საქართველო"-ს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია უწევს, თუმცა წულაია განმარტავს, რომ აქცია აპოლიტიკური სახისაა.
"მე აქ არ გამოვდივარ როგორც პოლიტიკოსი, მე გამოვდივარ როგორც ადამიანი და როგორც მოქალაქე. მივმართავ საზოგადოებას, მივმართავ ემიგრანტებს, საქართველოს ყველა ქალაქსა და საზღვარგარეთ, საქართველოს საელჩოებთან, დაიწყოს ამ ადამიანების სოლიდარობის კამპანია და თითოეულმა ჩვენგანმა მხარდაჭერა გამოუცხადოს მაღაროელთა პროტესტს,"- აცხადებს გოგი წულაია.
ცნობისთვის, ჭიათურელი მაღაროელები 15 მაისიდან გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა, კვებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.