Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში შესაძლოა მერის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

თარიღი : 24-05-2019, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში შესაძლოა მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოს" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩიგოგიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში მისულ მოქალაქეებს დახმარებაზე უარს ეუბნებიან იმ დროს, როცა ბაღდათის მერი და მისი გარემოცვა მუნიციპალიტეტისათვის არაფრისმომცემ მივლინებებში ხარჯავენ თანხებს.

"მოქალაქეები დახმარებებს ვერ იღებენ ბიუჯეტის სიმწირის გამო, სამაგიეროდ, ბიუჯეტის სიმწირე ხელს არ უშლის მერს და მის გარემოცვას, რომ მუდმივად მივლინებებში იყოს და ამისთვის თანხები გამოყოს. ჩვენ მოქალაქეთა ჯგუფის სახელით საკრებულოსთვის მიმართვას ვგეგმავთ, რომ მომავალ კვირაში რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს, სადაც მერის მივლინებებს განიხილავენ. ქალაქის მერიასა და საკრებულოში შიდა გადალაგებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული პროცესი მერის იმპიჩმენტით დასრულდეს,"-ამბობს ირაკლი ჩიგოგიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებას უპასუხოდ ტოვებენ.

"აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს აფსურდულ განცხადებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ,"-აცხადებენ ადგილზე.


ნანახია: 710-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

ამინდი