Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ალბათ ოჯახებში შემოგვივა მგელი,'- ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებას მგლები შეესია

თარიღი : 24-05-2019, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის განმარტებით, დასახლებას მგლები შეესია.

მოსახლეობა განმარტავს, რომ მგლები აახლებას პერიოდულად სტუმრობენ.

"საქონლის ჯოგი მოდიოდა და მგლები მოსდევდნენ. საქონელი დაკბენილი და დაგლეჯილი იყო. საქონელი გაცოფდა და დავკალით,"-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის განცხადებით, მათი ნაწილი დაკბენილ და გაცოფებულ საქონელს მკურნალობს, თუმცა გადარჩენის იმედი არ აქვთ.

"ძაან ცუდ დღეში ვართ, თუ ვინმემ არ დაგვეხმარა, ალბათ ოჯახებში შემოგვივა მგელი. ბავშვების გარეთ გაშვებაც გვეშინია. მუნიციპალიტეტში დახმარება რომ ვითხოვეთ, ვითხრეს, მგელს სურათი რატომ არ გადაუღეთო. მგლისგან დაკბენილი პირუტყვის ნაწილი გარდაიცვალა,"- ამბობს მოსახლეობა.

ადგილობრივები დახმარების მოლოდინში არიან. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან და პოლიციისგან ელოდება.

megatv.ge


ნანახია: 2352-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაგლეჯილია ათეულობით პირუტყვი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.
სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.

ამინდი