ხონის მერმა სოფელ გორდის სკოლის გოგონათა ფეხბურთის გუნდს გამარჯვება მიულოცა
თარიღი : 23-05-2019, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ გორდის საჯარო სკოლის გოგონათა ფეხბურთის გუნდს "ოკაცეს" უმასპინძლეს, "კოკა-კოლას" თასის რეგიონულ თამაშში პირველი ადგილის მოპოვება მიულოცეს და წამახალისებელი საჩუქრები გადასცეს.
გოგონათა ფეხბურთის გუნდი ასპარეზობას ზონალურ თამაშებში განაგრძობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს "ოკაცეს" გამარჯვებას, მხარს უჭერს და წარმატებებს უსურვებს!
გოგონათა ფეხბურთის გუნდი ასპარეზობას ზონალურ თამაშებში განაგრძობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს "ოკაცეს" გამარჯვებას, მხარს უჭერს და წარმატებებს უსურვებს!