Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერის განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა ორ კვირაში დაიწყება

თარიღი : 22-05-2019, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენიმე კვირაში ქუთაისში პირველი ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა დაიწყება,-ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო, უნიკალური საინვესტიციო პირობებით, მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ხოლო ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის შემდეგ, საქართველო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გახდება.

„ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა,“ –განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ნანახია: 349-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი