Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს ხელისუფლება ხარაგაულში?

თარიღი : 17-02-2014, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ადგილზე გაეცნო.
ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი და ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი სოფელ მაქათუბნის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელი მდინარე ძირულას ნაპირზეა გაშენებული და აქაურ მოსახლეობას ცენტრალურ გზაზე გამოსვლა, ბოლო 20 წელია, ბონდის ხიდით უწევს. საბავშვო ბაღის და სკოლის შენობებიც სოფელს მდინარის მეორე ნაპირზე აქვს. ორივე ხიდი და ორივე ბონდის, მაქათუბანს ორი მხრიდან ესაზღვრება, ამიტომ ხიდების რეაბილიტაციის საკითხი უმთავრესია მათ მოთხოვნებს შორის.
,, ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ერთი ხიდის რეაბილიტაცია წელს აუცილებლად მოხდება, მეორე ბონდის ხიდის ნაცვლად, კი კაპიტალური ხიდის მშენებლობა უკვე დაწყებულია“–განაცხადა ალექსანდრე იოსებაშვილმა, რომელმაც გამგებელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მაქათუბნის მერე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, კიცხის და ვარძიის ტერიტორიულ ერთეულებში 2013 წელს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული მშენებარე საბავშვო ბაღები მოინახულეს. ეწვივნენ ბორითის საბავშვო ბაღს, რომლის შენობის ნაწილიც ამორტიზებულია.
,,წელს ბორითის მოსახლეობას საბავშვო ბაღის შენობის მოწესრიგებას და რეაბილიტაციას ვპირდებით. ეს პროექტი დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულებისაა. გარდა ამისა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის წარმატებულად დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუბერნიის ის მხარდაჭერა, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ“– ამბობს ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა, ბორითის სპორტული სკოლის მოსწავლეებს ახალი ფორმები, კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარი საჩუქრად გადასცეს.


ნანახია: 1918-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.

ამინდი