სალომე ზურაბიძვილი - "ჩვენ ვდგევართ ოქროზე, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს სიმდიდრე"
თარიღი : 21-05-2019, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ჩვენ ვდგევართ ოქროზე, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს სიმდიდრე,"-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის მეოთხე ფორუმზე გააკეთა.
აღნიშნულ ფორუმზე ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები იმაზე მსჯელობენ, როგორ გახდნენ მუნიციპალიტეტები ეკონიმიკურად ძლიერები და დამოუკიდებლები.
"რეგიონებში დევს ჩვენი განვითარება. ასეთი კონფერენციების მიზანია, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა, რომელიც მიგვიყვანს განვითარებამდე. ქვეყნის მიმზიდველობა დევს რეგიონებში. რეგიონებში ახალგაზრდებს არ აქვთ დასაქმების საშუალება, რომ ადგილზე დარჩნენ და ემიგრაციაში არ წავიდნენ. სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ხელშეწყობაა. რეგიონალური განვითარება მნიშვნელოვანია ტურიზმსა და გარემოს დაცვაში. თუ რეგიონების დონეზე არ დავიცავით ჩვენი ბუნება და გარემო, საქართველო დაკარგავს უნიკალურობას,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.