იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხია, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს ხვდებიან.

მისი თქმით, რეგიონებში მაქსიმალური მობილიზება უნდა იყოს და პარტიის გასვლითი ღონისძიებები სწორედ ამას ემსახურება.

„ორი კვირის წინ დავაანონსე რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხია, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან. მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩვენი გასვლითი ღონისძიებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები