ქუთაისის საკრებულოს წევრებმა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თარიღი : 17-02-2014, 14:29 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს 15 დეპუტატმა თამაზ მარგველაშვლს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუჩერა.
"დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მარგველაშვილის გადაყენებას,"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელძემ.
ცნობისთვის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების კენჭის ყრაში მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა წევრმა გია გოქაძემ არ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თამაზ მარგველაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. საკრებულოს თავმკდომარის მოვალეობას კი ლევან კირკიტაძე შეასრულებს.