Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელში, მდინარე სულორზე ახალი ხიდი მოეწყო

თარიღი : 17-05-2019, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაბაჯოურის უბანში, მდინარე სულორზე ახლად აშენებული ხიდი დაათვალიერეს.

მდინარე სულორზე არსებული ძველი ხიდი სტიქიის გამო დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა, მის ნაცვლად კი აიგო რკინის ერთმალიანი კონსტრუქცია, მოეწყო ხიდის მალებზე სავალი ნაწილი და მასზე როგორც საავტომობილო ისე საფეხმავლო მიმოსვლა უსაფრთხო გახდა.

აღნიშნული ხიდის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „გრინვეი“-მ განახორციელა. ლაბაჯოურის ხიდის მშენებლობაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.


ნანახია: 779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხიდი მოსახლეობას სახნავ - სათესს მიწებთან და საძოვრებთან აკავშირებს.