იტვირთება

ვინ შეძლებს ტყიბულში, ახალი ავტობუსებით უფასოდ მგზავრობას?

ვინ შეძლებს ტყიბულში, ახალი ავტობუსებით უფასოდ მგზავრობას?

ტყიბულის მოსახლეობას ორი ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი, რომელიც შშმ პირებზე ადაპტირებულია, თამარ მეფის მოედნიდან სოფელ საწირის ცენტრამდე და პირიქით, წრიული სისტემით იმოძრავებს. 

" მგზავრობის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ელექტრონული სისტემით, რომლითაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია მგზავრობას უფასოდ შეძლებს: 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ და მათი დამხმარე პირები, ომის ვეტერანები, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე და მათი დამხმარე პირები, "უფასო სასადილოს" ბენეფიციარები, სკოლის მოსწავლეები 17 წლის ასაკის ჩათვლით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები