Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება

თარიღი : 17-05-2019, 12:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება.

უშედეგოდ დასრულდა გუშინ, გაფცულებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განხილილავენ.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები ზვალინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, დღეიდან პროცესში მედიატორი ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა და მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50%-იანი ზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურ-მარგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვ
რა გახდა დაგეგმილი გაფიცვის ჩაშლის მიზეზი?
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ

ამინდი