Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ადვოკატი პროკურატურასთან პირის ამოკერვას და შიმშილობას გეგმავს

თარიღი : 16-05-2019, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი ადვოკატი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ირაკლი მახათაძე აცხადებს, რომ მას პრეტენზია ქალაქის მთავარ პროკურორ ბაქარ ბეჟუაშვილთან და პროკურო ზიტა ჭულუხაძესთან აქვს.

“ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბაქარ ბეჟუაშვილისა და პროკურორ ზიტა ჭულუხაზის მხრიდან პირადად ჩემს მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მაქვს ყველა ის მტკიცებულება წარდგენილი, რაც ამ უკანასკნელებს ამხელს პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში.ისინი აფარებენ აშკარად ხელს, გიორგი ლინჩიკსა და დავით გვიშიანს, რომლებმაც მომაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. პროტესტს არ შევწყვეტ მანამ სანამ პასუხისგებაში არ მიეცემიან პროკურორი ბაქარ ბეჟუაშვილი და ზიტა ჭულუხაძე. პროკურატურამ ჩემი კუთვნილი ავტომობილი წაიყვანა თაღლითურად. თვენახევარია მიმდინარეობს გამოძიება, საქმეზე ყველა მტკიცებულება აქვთ, თუმცა ბრალის წაყენება ჯერ არავისთვის მომხდარა,”- ამბობს ირაკლი მახათაძე.


ნანახია: 588-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დღეს, შპს "ფარის" ყოფილი აქციონერების საპროტესტო აქცია გაიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავარი პროკურორის
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ე.წ. პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულები აქციას გამართავენ.
ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით, 17 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან აქციის გამართვაც იგეგმება.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქალაქი საცხენოსნო კლუბს მხოლოდ სამი-ოთხი თვის მანძილზე შეინახავს.

ამინდი