ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა
თარიღი : 17-02-2014, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა, ჭიაბერაშილს კი 50-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილს წელიწადნახევრით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ე.წ. დასაქმების პროგრამის საქმეზე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული. პროკურატურა მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში, თანხის მითვისება-გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, გამოძიება ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვარიათში მდებარე აგარაკის უკანონო მისაკუთრებას ედავებოდა.