Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე მოეწყობა,'-ხელისუფლება რეგიონული ნაგავსაყრელის ასაშენებლად ახალ ადგილს ეძებს

თარიღი : 16-05-2019, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ თერჯოლის სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა გადაიფიქრა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის პროტესტის გამო მიიღო.

კომპანიის დირექტორის მრჩეველის ხათუნა ჩიკვილაძის განცხადებით, ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს ალტერნატიული ადგილების მოძიება. ადგილი უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით. ანუ ყველა კრიტერიუმი რომ იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე, უნდა იყოს ყველანაირად შესაბამისობაში მოყვანილი ჯერ კანონმდებლობასთან და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ალტერნატიული ადგილის შერჩევისას მოსახლეობის ჩართულობა მაღალი იქნება, რათა ნაგავსაყრელის მოწყობისას პრობლემები კვლავ არ შეიქმნას. რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე მოეწყობა,"- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

ცნობისთვის, თერჯოლის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის 2020 წლისთვის უნდა მოწყობილიყო, თუმცა მოსახლეობა ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ნაგავსაყრელის მათ მეზობლად მოწყობას არ დაუშვებდნენ.


ნანახია: 146-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ
აქციის მიზანს ნაგავსაყრელის მშენებლობის შეწყვეტა და ალტერნატიული ადგილის შეთავაზება წარმოადგენს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
ადგილობრივებს 'ახალი საქართველოს' წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ამინდი