ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
თარიღი : 16-05-2019, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში, ეგრეთ წოდებულ ვახტურ რეჟიმზე მაღაროელებმა გაფიცვა დაიწყეს.
გაფიცულებს დღეს დილით ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
"ადგილზე ჩვენ დაგვხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან ბატონ აკაკი გურჯიძესთან,მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება,სავარაუდოდ აქცია გადაინაცვლებს ტრესტის წინ,ამჟამინდელი ინფორმაციით მაღაროელები ასე აპირებენ. ჩვენი ორგანიზაცია იქ იდგომება სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მაღაროელთა ინტერესები,"- აცხადებენ პროფკავშირებში.