Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩხერიმელას ხარაგაულში ჯომარდობის განსავითარებლად კარგი რესურსი აქვს და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება'

თარიღი : 16-05-2019, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში მდინარე ჩხერიმელაზე ნავებით დაშვება განხორციელდა.

ჯომარდობაში 35-მდე ხარაგაულელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მათ მდინარე ჩხერიმელაზე ექსტრემალურ სიტუაციაში არაერთი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ.

ჯომარდობამ სტარტი ე.წ. „დიდების ხიდიდან“ აიღო და სვლა ზედა ლაშემდე განაგრძო. მდინრეზე დაშვება ოთხი ნავით განხორციელდა. თითოეულ მათგანში თითო გამოცდილი ინსტრუქტორი იყო განთავსებული.

ნავების გადაადგილებას ჩხერიმელაზე ჯომარდობის ფედერაციიდან სპეციალური ჯგუფი აკონტროლებდა.

გაზაფხულის ამ დროს, მდინარე ჩხერიმელა საკმაოდ წყალუხვია, ამიტომ სვლა 5 კილომეტრიან მონაკვეთზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ფირნიშამდე ყველა მონაწილე მშვიდობით მივიდა.

ჯომარდობა ხარაგაულში, ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, წელს მეოთხედ ჩატარდა.

როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, ჩხერიმელას ხარაგაულში ჯომარდობის განსავითარებლად კარგი რესურსი აქვს და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება.


ნანახია: 367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯომარდობა, ანუ რაფტინგი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გრილი, პოპულარული და ადრენალინით სავსე სახეობაა.
საქართველოში მეკლდეურობისთვის დღემდე არსებული საინტერესო ადგილების ჩამონათვალს სულ მალე ხარაგაულიც შეუერთდება.
სუმოს ჩემპიონატს მხარს უჭერენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონი და გამარჯვებული სპორტსმენები.
თამაში სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ჯგუფური პრინციპით ჩატარდება.

ამინდი