Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კატის და ძაღლის კი არა, ჩემი საჭმელი არ მაქვს, 'ოცნება' მეუბნება, 'ნაციონალებმა' დაგინიშნონ სოციალური შემწეობაო'

თარიღი : 15-05-2019, 19:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ დილიკაურის მკვიდრი სიმონ სვიანაძე წლებია სოციალური შემწეობის მიღებას ვერ ახერხებს. მამაკაცი სოფელში დანგრევის პირას მყოფ ხის ქოხში ცხოვრობს. ამბობს, რომ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არც შინაური პირუტყვი და არც ფრინველი გააჩნია, ბოლო შემოწმების შემდეგ, მაღალი სარეიტინგო ქულა მიუვიდა.

“დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მომეხსნა დახმარება. ალბათ დედაჩემმა დამიტოვა განძი, მაგრამ მე ვერ ვიპოვე. ფრინველი, ცხოველი, ძაღლი და კატა მე არ მყავს და რა ნახეს ჩემს სახლში. ძაღლის და კატის კი არა, ჩემი საჭმელი არ მაქვს. მთელი ცხოვრება "ნაციონალი" ვიყავი, მაგრამ "ნაციონალებმა" არაფერი გამიკეთეს. "ოცნებამ" მითხრა, "ნაციონალებმა" დაგინიშნონ დახმარებაო. დავრწმუნდი, რომ ეს ორი პარტია ერთი და იგივეა. აღარც ერთს აღარ ვენდობუ, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" იმედი მაქვს,"- ამბობს სიმონ სვიანაძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად არც გაზრდილა და არც შემცირებულა. რაც შეეხება კონკრეტულად სიმონ სვიანაძის პრობლემას, ცენტრში განმარტავენ, რომ მამაკაცი შრომისუნარიანია და მას ჯანმრთელობის რაიმე მძიმე მდგომარეობა არ უფიქსირდება.


ნანახია: 345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.

ამინდი