Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს ქალაქში სკვერისა და მოედნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 15-05-2019, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებული სკვერისა და მოედნისათვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, აღნიშნული თხოვნით მოქალაქეებმა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

„წლევანდელი წელი ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას საუბილეო წელია. ამ თარიღის აღსანიშნავად და პირველი პრეზიდენტისადმი პატივგების ნიშნად, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ქუთაისში, როგორც ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში, აუცილებლად უნდა იდგას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ძეგლი. ამ შინაარსის თხოვნით მივმართე ქალაქის თვითმმართველობას ოფიციალური წერილით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ წერილზე არანაირი პასუხი არ მიმიღია. ყველაზე უპრიანი იქნებოდა ძეგლის დადგმა მოსწრებოდა 31 მარტისათვის,ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მაგრამ რადგან მიმდინარე წელი საიუბილეოა, თუ შესაბამისი ნება იქნება, წლის ბოლომდეც შეიძლება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. 26 მაისს. გარდა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, გახლავთ პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დღეც და მიმაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისადმი და ქვეყნის უახლესი ისტორიისადმი პატივისცემის ნიშნად, მართებული იქნება, რომ ამ დღეს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერს და მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს. ეს საკითხი ქალაქის საკრებულოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა ქვეყნის პირველი პრეზიდენტისადმი სათანადო პატივგების გამოხატვა.მინდა მჯეროდეს,რომ ქალაქის საკრებულო ყურად იღებს ამ მოსაზრებას და საკითხს სათანადოდ გადაჭრის,“- ამბობს გიგა მელქაძე.

"საკრებულო სახელის მინიჭების შესახებ საკითხს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მერის მიერ და თვითმმართველობაში არსებული პატივგების კომისიის მიერ იქნება საკითხი ინიცირებული. ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი არავის არ მოუმართავს,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი.


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ ქუთაისში.
კამპანიის მონაწილეები ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს და მის ადგილას საქართველოს პირ ელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ.

ამინდი