იტალიაში თერჯოლის რაიონიდან ჩასულ ქალბატონზე ძებნაა გამოცხადებული
თარიღი : 17-02-2014, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

იტალიაში დაკარგულ 52 წლის ლალი ნამჩევაძეს ეძებენ. ლალი ნამჩევაძე თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან არის ის 11 თებერვალს დაიკარგა და მას შემდეგ არავის უნახავს.
შემთხვევა ქალაქ ლასანტრასიგნაში მოხდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლალი ნამჩაბაძე გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა. მას თავის ტრავმა ჰქონდა და ქალიშვილი მკურნალობდა, გამოკეთების შემდეგ კი სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.
ერთ-ერთი ვერსიით დაკარგულს დეპრესიაც აწუხებდა და თვითმკვლელობაც სცადა.
ლალი ნამჩაბაძეს თავისი ქალიშვილის განცხადების საფუძველზე ადგილობრივი სამართალდამცველები ეძებენ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულოც, თუმცა როგორც საკონსულოში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მათთვის ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავთ.
დედა-შვილი იტალიაში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ წავიდა.