"ქართული ოცნება" ქუთაისის სასამართლოსთან ხალხის მობილიზებას გეგმავს"
თარიღი : 17-02-2014, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ხვალ, ქუთაისის სასამართლოსთან ხალხის მობილიზაციას გეგმავს.
ამის შესახებ ის "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
თევდორაძის თქმით, ბაგა–ბაღების და სპორტული აიპების თანამშრომლებს ხვალ, სასამართლოს ტერიტორიაზე მისვლისაკენ მოუწოდებემ.
"ხვალ, 12 საათისთვის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება სადაც მოსამართლემ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს, "სამართლიანობის აღმდგენი" ხელისუფლება "საგულდაგულოდ" ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის, მიუხედავად იმისა რომ "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციაში ბაიბურში არ არიან ამ მზადებასთან დაკავშირებით, ხვალ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმართველობის ყველა სტრუქტურებს, მათ შორის ბაგა–ბაღებს, სპორტულ სკოლებს და ასე შემდეგ... თუ ამ ინფორმაციის შემდეგ არ შეუცვალეს დისლოკაციის ადგილი ხვალ, 12 ის ნახევარზე ეს მრავალტანჯული ადამიანები (რაც მაგათ აქციებზე უვლიათ) იკრიბებიან ე.წ ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან,"– წერს თევდორაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი ხვალ გამოცხადდება.